ყაზახეთში მატარებლის რელსებიდან გადავარდნას მოზარდი ემსხვერპლა

მატარებელი, რომელიც ასტანა-ალმა-ათას რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ჟამბილის რაიონში რელსებიდან გადავარდა, რასაც მსხვერპლი მოყვა. ქვეყნის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი მოზარდი, სამმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო. დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს კიდევ 11-მა ადამიანმა მიმართა.

რელსებიდან ექვსი ვაგონი გადავრდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რომელზე ზედამხედველობასაც ქვეყნის ტრანსპორტის პროკურატურა განახორციელებს.

ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, გამრუდებული რელსი ყოფილიყო, რომლის დანახვისთანავე მემანქანემ ექსტრემალური დამუხრუჭება განახორციელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო