ექიმების ინფორმაციით, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე დაშავებული მუშის მდგომარეობა სტაბილურია

აკაკი გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოებისას დაშავებული მუშის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, მის ჯანმრთელობას ამჟამად მედიკოსები აკვირდებიან.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას არ აღენიშნება არანაირი მოტეხილობა. ამჟამად უტარდება საჭირო გამოკვლევები და ხდება დაკვირვება დინამიკაში. ის ადეკვატური და კონტაქტურია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში.

აკაკი გახოკიძის ქუჩაზე, გზის სარემონტო სამუშაოებისას მუშა იმ დროს დაშავდა, როდესაც წყლის დაზიანებულ მილს შესაბამის სამუშაოებს უტარებდა. ჩამოშლილმა მიწამ მუშა მოიყოლა, რის გამოც მისი ორმოდან ამოყვანა გაჭირდა. ორმოში, სადაც მუშა იმყოფება, დაგუბდა წყალიც. მუშის ამოყვანის სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მონაწილეობდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია