მაკედონიასთან გაფორმებულ შეთანხმებას საბერძნეთში აქცია და პოლიციასთან შეტაკება მოყვა

მაკედონიასთან გაფორმებულ შეთანხმებას საბერძნეთში პროტესტი და პოლიციასთან შეტაკება მოყვა. ამის შესახებ „ფრანსპრესი“ იუწყება.

500-ზე მეტი ადამიანი სოფელ პიზოდერისთან შეიკრიბა, რომელიც ხელმოწერის ცერემონიის ადგილიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.

მომიტინგეები საბერძნეთის დროშებით ხელმოწერის ადგილთან მისვლას შეეცადნენ, რომელიც უკვე პოლიციელებით იყო გარშემორტყმული. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, შეტაკების შედეგად, სულ მცირე ათი ადამიანი დაშავდა. გავრცელებულ ფოტოებზე ჩანან ადამიანები დასისხლიანებული სამოსით.

საბერძნეთისა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნიკოს კოტზიასმა და ნიკოლა დიმიტროვმა მაკედონიის ახალ კონსტიტუციურ სახელზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

აღნიშნულ შეთანხმებას ისტორიულს უწოდებენ, რითაც სრულდება ორ ქვეყანას შორის დავა, რომელიც 27 წელი გრძელდებოდა და რომელიც ოფიციალურ სკოპიეს კარს უხსნის ევროკავშირის და ნატო-ს წევრობისკენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს