მარკ ლევინი - ახალი პრემიერის პროგრამა და გეგმები საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში დააჩქარებს

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას ამერიკის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის ვიცე-პრეზიდენტი მარკ ლევინი დადებითად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პრემიერის დანიშვნით სახელმწიფო და ხელისუფლება განვითარების გზას განაგრძნობენ.

„ახალი პრემიერის დანიშვნით, რომელიც როგორც ჩანს ახალგაზრდა, ენერგიული, შესანიშნავი პიროვნებაა, ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო და ხელისუფლება განვითარების გზას განაგრძნობენ. ვიმედოვნებ, რომ ახალი პრემიერის პროგრამა და გეგმები დააჩქარებს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ რეფორმებს და ინოვაციების დანერგვას“ , - აცხადებს მარკ ლევინი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო