სუს-ის ინფორმაციიით, სოფელ ახალუბნის მკვიდრის გატაცების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციიით, გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრის გატაცების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქე დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.

გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრი 68 წლის მიშა პეტრიაშვილი გუშინ გაიტაცეს. მწყემსი ორ თანასოფლელთან ერთად საძოვარზე საქონელს მწყემსამდა, რა დროსაც გატაცება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო