ოზურგეთის სასამართლომ "ქართული ოცნების" წევრს ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ "ქართული ოცნების" წევრს ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მარინა კიკნაძემ მიიღო.

ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

საქმე ეხება ოზურგეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, სამი დღის წინ მათ თანაპარტიელს "ქართული ოცნების" წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა