მაკედონიასთან გაფორმებულ შეთანხმებას საბერძნეთში აქცია და პოლიციასთან შეტაკება მოყვა

მაკედონიასთან გაფორმებულ შეთანხმებას საბერძნეთში პროტესტი და პოლიციასთან შეტაკება მოყვა. ამის შესახებ „ფრანსპრესი“ იუწყება.

500-ზე მეტი ადამიანი სოფელ პიზოდერისთან შეიკრიბა, რომელიც ხელმოწერის ცერემონიის ადგილიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.

მომიტინგეები საბერძნეთის დროშებით ხელმოწერის ადგილთან მისვლას შეეცადნენ, რომელიც უკვე პოლიციელებით იყო გარშემორტყმული. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, შეტაკების შედეგად, სულ მცირე ათი ადამიანი დაშავდა. გავრცელებულ ფოტოებზე ჩანან ადამიანები დასისხლიანებული სამოსით.

საბერძნეთისა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნიკოს კოტზიასმა და ნიკოლა დიმიტროვმა მაკედონიის ახალ კონსტიტუციურ სახელზე შეთანხმებას ხელი გუშინ მოაწერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა