გერმანიის შს მინისტრი ანგელა მერკელზე - მეტი აღარ შემიძლია ამ ქალთან მუშაობა

გერმანიის შს მინისტრი, ბავარიის „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ თავმჯდომარე ჰორსტ ზეეხოფერი სკეპტიკურად აფასებს თავისი მუშაობის პერსპექტივებს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.

ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt am Sonntag იუწყება.

„მეტი აღარ შემიძლია ამ ქალთან მუშაობა“, - განაცხადა ჰორსტ ზეეხოფერმა „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ წევრებთან ბუნდესტაგში შეხვედრაზე.

როგორც გამოცემა Welt am Sonntag წერს, გერმანიის შს მინისტრმა აღნიშნული ფრაზა სულ მცირე ორჯერ გაიმეორა.

„ქრისტიანულ-სოციალურ კავშირსა“ და „ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს“ შორის კონფლიქტი არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადაჭრას უკავშირდება. გერმანიის კანცლერი და „ქრისტიან-დემოკრატები“ ამ პრობლემის გადაჭრას ევროკავშირის დონეზე უჭერენ მხარს, ხოლო ბავარიის „ქრისტიანულ-სოციალური კავშირი“ დაჟინებით ითხოვს, რომ დოკუმენტების გარეშე მიგრანტები ან ის პირები, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფარზე უარი ეთქვათ, გერმანიის საზღვარიდან გააბრუნონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა