იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას 47 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნები წაუყენა

აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას, დენუკლეარიზაციის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 47 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნები წაუყენა, - ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა.

„ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა თანხმობა გამოთქვა სრული დენუკლეარიზაცია განახორციელოს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ფხენიანში ვიზიტისას ჩრდილოეთ კორეის მხარეს განუმარტა, რომ აშშ ამ ტერმინში გულისხმობს ბირთვული და მასობრივი განადგურების სხვა სახის იარაღის ლიკვიდირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეას 47 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნები წაუყენეს. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, მაშინ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება. ვფიქრობ, ფხენიანში ეს ესმით“, - განაცხადა იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ტარო კონომ ასევე აღნიშნა, რომ ლიკვიდირებას ჩრდილოეთ კორეის ყველა რაკეტა დაექვემდებარება, მათ შორის ის რაკეტებიც, რომელიც იაპონიაზეა მიმართული.

მინისტრის აზრით, ჩრდილოეთ კორეა არ გადაუხვევს სრული დენუკლეარიზაციის განხორციელების პირობას.

„ჩრდილოეთ კორეაში უმაღლესი ლიდერის დაპირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით თუ ეს დაპირება წერილობით ფორმაშია. მნიშვნელოვანია ასევე ის მომენტი, რომ სრული დენუკლეარიზაციის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შიგნით იყო გავრცელებული. ასეთ სიტუაციაში არ ვფიქრობ, რომ ფხენიანი არ შეასრულებს თავის დაპირებას“, - აღნიშნა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა