გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

18 ივნისს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს. კერძოდ, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1759 აბონენტს სოფელ დიღომსა და დიდ დიღომში შერმადინის, მურადინ ფრიდონის, ვაშაძის, ხატაეთის, ჩალიპირების და მიმდებარე ქუჩებზე.

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე 919 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: ახალშენი, მჭადიჯვარი, კოდისწყარო, შუახევი, ჭილურტი და მიმდებარე სოფლებს.

ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 463 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, თეგერაანები და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულები თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს