18 ივნისს საზაფხულო სკოლა - „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაიხსნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 ივნისს, 10.00 საათზე, საზაფხულო სკოლა - „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან ააცნობეს, თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ში უკვე მესამედ ტარდება საზაფხულო სკოლა რეგიონული უსაფრთხოების და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ლექცია-სემინარებს ატარებენ ცნობილი ქართველი მეცნიერები და ექსპერტები. ლექცია-სემინარებზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: საქართველო და ნატო, საქართველო და ევროკავშირი, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება, საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები კონფლიქტების მოგვარებისადმი, რუსეთი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ადამიანის უფლებები რეგიონში, გარემოსდაცვითი პრობლემები სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის განვითარების ეკონომიკის გამოწვევები, რელიგიის როლი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში და სხვა.

სტუდენტები ლექცია-სემინარებს 3 კვირის განმავლობაში მოისმენენ. მათთვის მომზადებულია კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებში სტუდენტები იმოგზაურებენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, გაეცნობიან ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვეობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა