თბილისი შრომითი უფლებებისა და საერთაშორისო სტანდარტების თემაზე მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს

შრომით უფლებებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე 18-19 ივნისს, თბილისი, მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს. საზოგადოებრივი მომსახურების ევროპული პროფკავშირების (EPSU) ყოველწლიურ სუბრეგიონალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ 9 ქვეყნის (საქართველო, ბელგია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, სომხეთი, მოლდოვა) პროფკავშირების და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, შეხვედრის თემა იქნება: საქართველოს შრომის კანონმდებლობა, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, პროფკავშირის უფლებები, კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესი, აქციები, წევრი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მოქმედებები, ევროპული გამოცდილება, რეგიონალური პრობლემები და სხვა.

მათივე ცნობით, მაღალი დონის შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად, პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საზოგადოებრივი მომსახურების ევროპული პროფკავშირების გენერალური მდივანი იან ვილლემ გუდერიანი.

„სოციალური და შრომითი ურთიერთობების მიმართულებით მდგარი ამოცანების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რეალიზების, კანონმდებლობისა და ინსტიტუციონალური დაახლოების, ევროპული სტანდარტების დანერგვის და სხვა საკითხების შესახებ სპეციალურ პრეზენტაციას გააკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

განიხილავენ ევროპის საჯარო სექტორში დასაქმებულთა პროფკავშირების წინაშე მდგარ პრიორიტეტულ საკითხებსაც, მათ შორის მსჯელობა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოციალური უფლებების ევროპული სვეტი (EPSR) და გაეროს 2030 დღის წესრიგის მდგრადი განვითარება, გენდერული მეინსტრიმინგი, ღონისძიებების მხარდაჭერა, PSI / EPSU / ETUC კამპანიები: სავაჭრო შეთანხმებები, სამართლიანი და პროგრესული გადასახადები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლება, პროტესტი პრივატიზებაზე, საზოგადოებრივი სერვისების რემუნიციპალიზაცია, პროფკავშირის წევრობის ზრდა, პროფესიული კავშირის ლიდერების მომზადება ახალგაზრდებსა და ქალებს შორის“, - აცხადებენ პროფკავშირებში.

შეხვედრა 10:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „კოპალაში“ გაიხსნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა