ნიდერლანდებში PinkPop-ის ფესტივალზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, არის მსხვერპლი

ნიდერლანდებში, ქალაქ ლანდგრააფში, PinkPop-ის ფესტივალზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით „როიტერსი“ იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები ვერტმფრენით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

აქვს თუ არა მომხდარ ინციდენტს კავშირი ტერორიზმთან, პოლიციაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო