პროკურორი - ნიუ-ჯერსის შტატში, გამოფენაზე სროლა, რომელსაც 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტით იყო გამოწვეული

ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ტრენტონში ერთ-ერთ გამოფენაზე მომხდარი სროლა, რომლის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის არსებული კონფლიქტით იყო გამოწვეული.

როგორც CNN-ს მერსერის ოლქის პროკურორმა ანჯელო ონოფრიმ განუცხადა, შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება. სროლის დაწყებამდე იმ შენობაში, სადაც გამოფენა Art All Night იმართებოდა, კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.

ამ ეტაპზე სროლაში 3 პირია ეჭვმიტანილი. ერთ-ერთ მათგანი მოკლულია, ორი კი დაკავებული. არ არის გამორიცხული, რომ ეჭვმიტანილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ 22 დაშავებულიდან 17-ს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, დანარჩენები კი ჭყლეტაში მოყვნენ. ოთხი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

საერთო ჯამში ღონისძიებას ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა