ნინო ლომჯარია - იუსტიციის სამინისტროში დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა

ვინც არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, საზოგადოებას უნდა მისცეს პირობა, რომ დაუყოვნებლივ გაატარებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ლომჯარია გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იუსტიციის მოქმედი მინისტრი, თეა წულუკიანი პორტფელს მთავრობის ახალ შემადგენლობაშიც შეინარჩუნებს.

"სახალხო დამცველი არ გააკეთებს არანაირ კომენტარს ცვლილებებთან ან კანდიდატების შეფასებასთან დაკავშირებით, თუმცა ვინც არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, მან საზოგადოებას უნდა მისცეს პირობა, რომ დაუყოვნებლივ გაატარებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც არის გასატარებელი და რაც შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა. ეს ეხება როგორც სასამართლო სისტემაში, ასევე სამართალდამცავ სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფორმირების პროცესი იმ ფორმით, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი უწევდნენ რეკომენდაციას", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

კითხვაზე, პირადად მას აქვს თუ არა კითხვები თეა წულუკიანთან, ნინო ლომჯარიამ უპასუხა, რომ "ის არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ არც პოზიტიურ და არც ნეგატიურ შეფასებას არ დააფიქსირებს".

როგორც ცნობილია, არასამთავრობო სექტორი ითხოვს, რომ იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანი აღარ დაინიშნოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა