თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალი მის შეყვარებულს, ლადო გრიგალაშვილს ედება. გარდა მკვლელობისა, გრიგალაშვილს პროკურატურა სხვა საქმესაც, კერძოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოყენებით თანხის გამოძალვასაც ედავება. საგამოძიებო უწყების ცნობით, საუბარია კიდევ ერთ ახალგაზრდა გოგონაზე, რომლის პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალები გამოძიების ვერსიით ლადო გრიგალაშვილმა მოიპოვა და ამ მასალების გახმაურების მუქარითა და შანტაჟით, გრიგალაშვილი გარკვეულ თანხას ითხოვდა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო