ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ და სუს-მა მაჩალიკაშვილების ოჯახს, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაცია უნდა მიაწოდონ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ რამდენადაც შესაძლებელი იქნება, პროკურატურამ და სუს-მა მაჩალიკაშვილების ოჯახს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

ომბუდსმენის თქმით, საქმეში გასაიდუმლოებული კომპონენტების არსებობა ოჯახის წევრებში კითხვის ნიშნებს იწვევს.

რაც შეეხება კითხვას, რა პოზიცია ექნებოდა სახალხო დამცველს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ პანკისის ხეობაში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი და კანონიერი ფორმით გამოხატოს თავისი პროტესტი.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ჩვენც გვაქვს შეკითხვები გარდაცვალების გარემოებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, სასურველი იქნებოდა, რომ პროკურატურამაც და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ადვოკატებს და ოჯახის წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, რაც შესაძლებელია იმ ფარგლებში. ამ საქმის გარშემო არსებული გასაიდუმლოებული ნაწილი ოჯახის წევრებისთვის კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს იწვევს", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა