ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის Echowaves ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის, Echowaves ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალი 23-26 აგვისტოს ანაკლიაში ჩატარდება.

მათივე ინფორმაციით, 4 - დღიანი multi-pass-ის საწყისი ფასი, ივნისის ბოლომდე 120 ლარია. თუმცა მათთვის, ვინც დარეგისტირებულია Super Early Bird-ზე, ფასი ფესტივალის დაწყებამდე იგივე დარჩება.

ცნობისთვის, ფესტივალი Echowaves საქართველოში პირველად ტარდება და მას აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალი, Exit უჭერს მხარს. ფესტივალის სტუმრებს შორის არიან: Juan Athkins, Tricky, Solomun, Dzijan Emin& GPO, Francesco Tristano& Guti live და სხვები.

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა ანაკლიაში და ადგილზე გაეცნო ყველა ტექნიკურ დეტალს, რომელიც ფესტივალის გამართულად მუშაობისთვის არის საჭირო. მათ შორის დაათვალიერეს ბულვარის ტერიტორია, სადაც განთავსდება ფესტივალის სცენები და ყველა საჭირო ობიექტი.

Echowaves ის ბილეთების ყიდვა შესაძლებელია შემდეგ საიტებზე: https://tkt.ge/ka/event/echowaves-powered-by-exit-146767

https://eventer.ge/event/echowaves-powered-by-exit/904/en

https://biletebi.ge/startup.aspx

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს