ეკა გიგაური - თეა წულუკიანი მთავრობაში არ უნდა დარჩეს და ის უნდა ჩაანაცვლოს ადამიანმა, რომელიც რეფორმების ეფექტურად ჩატარებაზე იქნება ორიენტირებული

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში თეა წულუკიანი არ უნდა იყოს.

როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, წულუკიანის ნაცვლად იუსტიციის მინისტრის პოსტი უნდა დაიკავოს ადამიანმა, რომელიც რეფორმების ეფექტიან განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული.

"იუსტიციის სამინისტრო 6 წლის განმავლობაში არ იყო ეფექტური მართლმსაჯულების მიმართულებით. საზოგადოებას კვლავაც ბევრი კითხვის ნიშანი რჩება სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით. დღესაც ჩვენ სასამართლოში გვყავს ჩინჩალაძის და მურუსიძის მსგავსი მოსამართლეები. მიუხედავად ოთხი ტალღის რეფორმისა, მაინც ვერ მოხერხდა ასეთი მოსამართლეების გაშვება სასამართლოდან.

პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებითაც გვქონდა კითხვები, რადგან რეფორმა, პრაქტიკულად, არ ჩატარებულა. შეიცვალა მხოლოდ მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი, თუმცა ეს წესიც არ არის შესაბამისი და საზოგადოება ამ პროცესში ჩართული არ არის. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის რეფორმაც ჩავარდა, რადგან მექანიზმი, რომელსაც გვთავაზობს იუსტიციის სამინისტრო, ვერ გამოიძიებს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან კანონდარღვევის ფაქტებს. იუსტიციის სამინისტროში გვაქვს პრობლემატური ტენდენცია, რადგან იგი არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ამ ყველაფრის გამო, ვფიქრობთ, რომ ახალ სამთავრობო შემადგენლობაში ქალბატონი თეა არ უნდა დარჩეს და მისი ადგილი უნდა დაიკავოს ადამიანმა, რომელიც რეფორმების ეფექტურად ჩატარებაზე იქნება ორიენტირებული",- განაცხადა გიგაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა