ზაქარია ქუცნაშვილი - მამუკა ბახტაძემ მთავრობის შემადგენლობა არსებული სტრუქტურით უნდა წარმოადგინოს - რომელი მინისტრი მოყვება სეკვესტრში, შემდეგი ეტაპის საქმეა

პრემიერობის კანდიდატი ვალდებულია, არსებული მთავრობის სრული შემადგენლობა წარმოადგინოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

დეპუტატმა განმარტა, რომ მცირე მთავრობის იდეის განხორციელება ჯერ საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, მანამდე კი ბახტაძემ მთავრობის შემადგენლობა დღეს არსებული სტრუქტურით უნდა წარმოადგინოს.

„მცირე მთავრობის იდეის წარმოჩინებისას სამართლებრივი ბარიერია დასაძლევი - პრემიერობის კანდიდატი ვალდებულია, არსებული მთავრობის სრული შემადგენლობა წარმოადგინოს. შემდეგ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, თუ რომელიმე სამინისტროს შერწყმა იგეგმება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამას მოჰყვეს საკადრო ცვლილება. ასე რომ, დღეს არ იქნება საუბარი სტრუქტურულ ცვლილებაზე. იქნება არსებული მთავრობის შემადგენლობაში ყველა კანდიდატის წარმოდგენაზე, ხოლო შემდეგი ეტაპის საქმეა, თუ რომელი სამინისტრო რომელს შეუერთდება და აქედან გამომდინარე, რომელი მინისტრი მოყვება სეკვესტრში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა