ეკა გიგაური - მივესალმებით პრემიერობის კანდიდატის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუკი ზოგიერთი სამინისტრო საერთოდ გაუქმდება

მივესალმებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუკი ზოგიერთი სამინისტრო საერთოდ გაუქმდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა. მისი თქმით, ძალიან დიდია ადმინისტრაციული ხარჯი.

"ჩვენნაირ პატარა ქვეყანას არ სჭირდება ამდენი უწყება და მივესალმებით პრემიერობის კანდიდატის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუკი ზოგიერთი სამინისტრო საერთოდ გაუქმდება. 3-4 სამინისტრო ქვეყანაში სულაც არ არის საჭირო. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ კულტურის სამინისტრო საერთოდ შესაძლებელია, რომ არ გვქონდეს. ალბათ, უნდა განიხილებოდეს სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან მიერთების საკითხი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კარგი იქნება თუ ეკომინიკის სამინისტროს დაექვემდებარება",- განაცხადა გიგაურმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა