პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც ხიდიდან მდინარეში გადახტომას აპირებდა

პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 ივნისს თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებმა მიმართეს. მათ პოლიციელებს შეატყობინეს, რომ, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ხიდიდან მდინარეში გადახტომას აპირებდა.

უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა - გახო ონიანმა და გაგა ბზიკაძემ მოქალაქეთა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და 1986 წელს დაბადებული ზ.ჯ., რომელიც ხიდის მოაჯირზე იყო დაკიდებული, ამოიყვანეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო