საქართველოში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება

დღეს, თბილისში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალურმა ასამბლეამ მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში პირველად იმართება საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (Association de la Sommellerie Internationale, A.S.I.) 49-ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეა.

გენერალური ასამბლეის სამუშაო სესია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა გახსნა.

მათივე ცნობით, გენერალური ასამბლეის დღეებში, 18-22 ივნისს, იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება: საფერავის ძირითადი მახასიათებლების დადგენის საერთაშორისო სესია, საუკეთესო ქვევრის ღვინოების თემატური დეგუსტაცია, მასტერ-კლასი ქართულ ღვინოზე, პროფესიული დეგუსტაცია “სრულიად საქართველოს საუკეთესო ღვინოები ერთ სივრცეში” და ასევე გაიმართება ნანა ჯორჯაძის ფილმის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ეროვნული პრემიერა.

2018 წლის გენერალური ასამბლეის ჩატარების უფლება საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ მოიპოვა. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს ასამბლეის მაღალი რანგის სტუმრებს მაქსიმალურად კარგად გააცნოს ქართული ღვინო, ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები.

საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია 1969 წელს საფრანგეთში დაარსდა და აერთიანებს მსოფლიოს 62 ქვეყნის სომელიეთა ეროვნულ ასოციაციებს. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მათ რიცხვს 2014 წელს შეუერთდა. ყოველწლიურად საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია მართავს გენერალურ ასამბლეას, სადაც იკრიბებიან წევრი ქვეყნების სომელიეთა ასოციაციების პრეზიდენტები, ღვინის ჟურნალისტები, ბაიერები და ღვინის სფეროს სხვა გავლენიანი პირები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა