ირაკლი პეტრიაშვილი - შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არაფერი შეცვლილა

შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არაფერი შეცვლილა, - ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბაზრის დიქტატურა და ფუნდამენტალიზმი ისევ დღის წესრიგში რჩება.

"რეალურად, საქართველოს კანონმდებლობა არ მოდის შესაბამისობაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების კონვენციებთან, სადაც ზუსტად არის გაწერილი რა არის საჭირო იმისთვის, რომ შრომა იყოს უსაფრთხო. ამ მიმართულებით საქართველოში არაფერი შეცვლილა იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ნება. ზოგადად ჩვენს რეალობაში ეს ტერმინები გაჩნდა -გაუქმებული შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა და გაუქმებული შრომის ინსპექცია. ერთადერთი, ტერმინების გაჩენას შეგვიძლია მივესალმოთ და არა იმას, რომ არსებული კანონმდებლობა შეცვლის დასაქმებულთა ყოფას. უკაცრავად, რომ ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს პროფკავშირს, მაგრამ ეს არის რეალობა. ნეოლიბერალური პოლიტიკა რჩება დღის წესრიგში - ბაზრის დიქტატურა და ბაზრის ფუნდამენტალიზმი," -განაცხადა პეტრიაშვილმა.

როგორც პროფკავშირების თავმჯდომარემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით დედაქალაქში სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა. მისი თქმით, ის მიესალმება დედაქალაქის მერის მიერ გატარებულ ღონისძიებებს.

"შრომის უსაფრთხოების დარღვევებთან დაკავშირებით დედაქალაქში ჯარიმებია დაწესებული. მუდმივად ვამბობდი, რომ ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ირღვევა შრომის უსაფრთხოების ნორმები, იყო თბილისის მშენებლობები. ახლა სადაც უნდა გაიაროთ, ყველგან ნახავთ, რომ ჩაფხუტიც ახურავთ, ზღუდე-ღობეებიც არის და დამცავი ქამრებიც. ის, რაც კალაძის ნებით სრულდება თბილისში, მინდა, რომ იყოს საქართველოს მასშტაბით. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ხელისუფალის გარკვეულ ნაბიჯებს მივესალმები,"-განაცხადა პეტრიაშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინელი ექსპერტების მიერ ტყიბულის შახტის გამოკვლევასა და დასკვნაზე. მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

"ხანგრძლივი პერიოდით მივლინებაში ვიყავი, ახლახან ჩამოვედი და ვიცი, რომ დასკვნა უკვე მზად არის. კონფერენციის შემდეგ, ჩემს მოადგილესთან და სპეციალისტებთან ერთად გადავხედავ და უახლოეს მომავალში გავხდით მას საჯაროს,"- აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო