ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ევროპის დღე შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა

ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ევროპის დღე შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ღონისძიება, რომელიც 16 ივნისს ლაგოდეხის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოეწყო, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

მათი ინფორმაციით, კულტურული წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი თამაშები, მრავალფეროვანი პროგრამებით, სპორტული შეჯიბრებებით და პრიზებით გაგრძელდა. საღამო ჯგუფი „ფრანის“ გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას მოქალაქეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეკრებილ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა სიტყვით მიმართა.

„ევროპის დღე იმის დასტურია, რომ საქართველოს და ევროპას საერთო ფასეულობები გააჩნია. მიმაჩნია, რომ საქართველოს ევროპაში შესვლა ერთ-ერთი სწორი მიმართულებაა. მივესალმები მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურ მზაობას გამოთქვამს აღნიშნული პროცესის ხელშეწყობისათვის", - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

ევროკავშირის დღეები საქართველოში წელს მეექვსედ იმართება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა