12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს კიდევ ერთხელ წარედგინება

12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს კიდევ ერთხელ, ამჯერად ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის სახელით წარედგინება.

პარლამენტში ინიცირებისა და განხილვისთვის მზად არის “შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება.

ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ერთი წლის წინ უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფმაც წარუდგინა, თუმცა განხილვა დღემდე გაჩერებულია. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნა გახდა.

ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო