ოზურგეთის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავენ

ოზურგეთის მერიის შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე აცხადებს, ისინი რამდენიმე დღის წინ დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ სამი მოთხოვნა აქვთ: საქმის დროული გამოძიება, ინციდენტში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემა და ინციდენტში მონაწილე "ქართული ოცნების" წევრებისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა.

ოზურგეთის მერიის შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები იმყოფებიან. მერიის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, სამი დღის წინ მათი პარტიის წევრს ბესიკ ქათამაძეს „ქართული ოცნების" წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარ ფაქტზე, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ "ქართული ოცნების" წევრს ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა