ჭიათურაში, პოლიციის შენობის წინ ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება

ჭიათურაში, პოლიციის შენობის წინ ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება. სამი ახალგაზრდა მეთხუთმეტე დღეა შიმშილობს, რის გამოც მათი მდგომარეობა დამძიმდა. ერთ-ერთი მოშიმშილის ძმის, დავით ჭუმბურიძის განცხადებით, მდგომარეობის დამძიმების გამო, ორი ახალგაზრდის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მისი თქმით, ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"გუშინ ორი ახალგაზრდა გადავიყვანეთ საავადმყოფოში. მდგომარეობა მძიმეა, წუხელ დავტოვეთ საავადმყოფოში ექიმების კატეგორიული მოთხოვნის გამო, მაგრამ დღეს ისევ აპირებენ მივიდნენ პოლიციის შენობასთან. პროტესტი გრძელდება და დროა უკვე შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ გადაწყვეტილება", - აცხადებს დავით ჭუმბურიძემ.

შეგახსენებთ, მოშიმშილეები ამბობენ, რომ 26 მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა. რვა ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და გამოუშვეს. ერთ-ერთ მათგანს, თემურ გოშაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ისინი მეგობრის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პოლიცია ახალგაზრდებს თანამშრომლობას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით ემუქრებოდა.

როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჭიათურაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებასილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო