კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული ცენტრის“ კანდიდატმა ივან დუკემ გაიმარჯვა

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე პარტიის „დემოკრატიული ცენტრის“ კანდიდატმა ივან დუკემ გაიმარჯვა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17 ივნისს გამართულ არჩევნებზე დუკეს ხმა ამომრჩეველთა 53,95%-მა მისცა. მისმა მეტოქემ, კოლუმბიის დედაქალაქის, ბოგოტას ყოფილმა მერმა გუსტავო პეტრომ ხმათა 41,83% დააგროვა.

კოლუმბიის მოქმედმა პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა ივან დუკეს გამარჯვება უკვე მიულოცა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს