მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საავტორიზაციო პროცესს, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ექსპერტები აკვირდებიან

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საავტორიზაციო პროცესს, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME), მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტები აკვირდებიან.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ფედრაციისგან მოიპოვებს აკრედიტაციის განხორციელების უფლებას, მაშინ ცენტრი იქნება რეგიონში პირველი, რომლის მიერ აკრედიტირებული სამედიცინო პროგრამები აღიარებული იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და სამედიცინო პროგრამების კურსდამთავრებულები 2023 წლიდან შეძლებენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სწავლის გაგრძელებასა და დასაქმებას.

„საერთაშორისო მააკრედიტებლის სტატუსის მოსაპოვებლად, ორწლიანი მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები განათლების სისტემის მარეგულირებელ საკანონდებლო აქტებში. ინსტიტუტებისა და პროგრამების შეფასების სისტემა სრულ შესაბამისობაში მოვიდა სამედიცინო განათლების მსოფლიო ორგანიზაციის მიიერ დადგენილ სტანდარტებთან. დამტკიცდა, ახალი, თანამედროვე სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი. შეფასების პროცესში ჩაერთნენ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტები, სტუდენტები და დამსაქმებლები. ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შეიქმნა ექსპერტთა ახალი კორპუსი. გადაწყვეტილების მიღებაში მოხდა უშუალოდ მედიცინის დარგის სპეციალისტების ჩართვა. ზემოაღნიშნულ პროცესებთან ერთად, 2017 წელს, განახლებული სტანდარტებითა და პროცედურებით ცენტრმა განახორციელა სამედიცინო მიმართულებით ერთ ერთი უმაღლესი სასწავლებლის შეფასების პილოტირება, რომელშიც პირველად მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო ექსპერტებმა, დამსაქმებელმა და სტუდენტმა. აღნიშნულ პროცესს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მრჩეველი“, - აცხადებენ ცენტრში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, აკრედიტაციის განხორციელების უფლებაზე 2018 წელს გააკეთა განაცხადი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციაში, რომლის აღიარების პროცესის შედეგები მიმდინარე წელს იქნება ცნობილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს