ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი რიგი უფლებების ავტომატურად ჩამორთმევის საფუძველი ვეღარ გახდება

ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთათვის რიგი უფლებების ჩამორთმევა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული - მათ უფლებები ავტომატურად აღარ შეეზღუდებათ.

“ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს სამი წლით ჩამოერთმევა: - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

დეპუტატებმა აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინე ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ მოამზადეს ცვლილებები, რომლის მიხედვით, მოსამართლეს თავად ენიჭება უფლებამოსილება, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირს დამატებით ჩამოართვას ის უფლებები იმ ვადით, როგორც თავად თვლის სამართლიანად და თანაზომიერად, მსჯავრდებულის და მის მიერ ჩადენილი ქმედების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.

“ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა