თბილისი შრომით უფლებებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე კონფერენციას მასპინძლობს

თბილისი შრომით უფლებებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე მაღალი დონის კონფერენციას მასპინძლობს. როგორც გაერთიანებული პროფკავშირების თავჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი კონფერენცია.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ევროპის საჯარო მომსახურების სფეროს პროფკავშირები აქ ატარებენ ღონისძიებას“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

საზოგადოებრივი მომსახურების ევროპული პროფკავშირების ყოველწლიურ სუბრეგიონალურ შეხვედრაში 9 ქვეყნის პროფკავშირების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

„უამრავი ქვეყანაა წარმოდგენილი, სადაც კონკრეტული პოზიციები იქნება შემუშავებული როგორც პროფკავშირების შექმნის უფლებასთან, ისე სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია ის კამპანია, რომელიც მე და ჩემმა გენერალურმა მდივანმა ლუკა ვინსენტეინმა დავიწყეთ მთელი ევროპის მასშტაბით მინიმალური ხელფასის სტანდარტთან დაკავშირებით. ეს საქართველოს პროფკავშირებისთვისაც გამოწვევა გახლავთ იმიტომ, რომ არანორმალურია ის დისკრიმინაციული ხელფასი, რომელიც კერძო და საჯარო სექტორში აბსოლუტურად სხვადასხვა თანხა გახლავთ. ერთში - 20, მეორეში -135. ერთიც და მეორეც საარსებო მინიმუმს ჩამოუვარდება. ბუნებრივია, იმ პრობლემებში, რომელიც ქართველ დასაქმებულებს აქვთ, ასეთი ტიპის ღონისძიებები გადაწყვეტილებების მიღებასა და ცივილიზებული ნორმების დამკვიდრებაში გვეხმარება“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორისაა: საქართველოს შრომის კანონმდებლობა, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, პროფკავშირის უფლებები, კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესი, აქციები, ევროპული გამოცდილება და ა.შ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს