კახა კალაძე - მცირე მთავრობის ინიციატივა კარგად მესმის, რადგან გვჭირდება მოქნილობა, გვჭირდება ვიყოთ ოპერატიულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

მცირე მთავრობის ინიციატივა კარგად მესმის, რადგან ჩვენ გვჭირდება მოქნილობა, გვჭირდება ვიყოთ ოპერატიულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ფორმირების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კონკრეტულ ინიციატივებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე უახლოეს დღეებში ისაუბრებს.

"მიმდინარეობს მსჯელობა. ბატონი მამუკას ინიციატივა იყო მცირე მთავრობა. ეს კარგად მესმის, რადგან ჩვენ გვჭირდება მოქნილობა, გვჭირდება ვიყოთ ოპერატიულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუ როგორ მოხდება გადანაწილება, რომელი სამინისტრო რომელს შეუერთდება, რა ფორმით ფორმირდება, უახლოეს დღეებში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით",- განაცხადა კალაძემ.

მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს გახდება ცნობილი. მინისტრთა ახალ კაბინეტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე თავად წარადგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს