კახა კალაძე - ღამის ეკონომიკა არ ნიშნავს მხოლოდ კლუბურ ცხოვრებას, მხოლოდ ღამის კლუბებს, ესაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება

ქალაქში გვაქვს ბევრი ადგილი და შესაძლებლობა, რომ ღამის ეკონომიკის პროექტი განვახორციელოთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ღამის ეკონომიკის პროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

"სერგი გვარჯალაძე არის მენეჯერი, რომელიც დანიშნულია ამ კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად. ჩატარებულია კვლევა. მთელი რიგი მიმართულებებია, რომელსაც ღამის ეკონომიკა მოიცავს. ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. ქალაქში ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი ადგილი, ბევრი შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ კლუბურ ცხოვრებას, არ ნიშნავს მხოლოდ ღამის კლუბებს. ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ეს არის ახალგაზრდების ჩართულობა, დასაქმება, ხელოვნება, კულტურა და ბევრი მიმართულებაა და მგონია, რომ საკმაოდ საინტერესო იქნება მისი განხორციელება.

თბილისი არ არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც ამ მიმართულებაზე მუშაობს. ჩვენ საუკეთესო მაგალითები გვაქვს, რომ გადმოვიტანოთ და განვახორციელოთ",- განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს