სერგო რატიანი - რასაც მამუკა ბახტაძე აკეთებს, არის უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

რასაც მამუკა ბახტაძე აკეთებს, არის უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რატიანს შენიშვნები „იმ ადამიანებთან დაკავშირებით აქვთ, რომლებიც ბახტაძემ მთავრობაში დატოვა“.

„რასაც მამუკა ბახტაძე აკეთებს - ადამიანები, ვინც შეარჩია და ვინც დატოვა თანამდებობებზე, არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. „ევროპული საქართველო“ მოითხოვდა სამინისტროების რაოდენობის შემცირებას. წინა ჯერზე მმართველმა გუნდმა ეს გააკეთა, მაგრამ მთავარი მოთხოვნა, რისთვისაც უნდა მომხდარიყო უწყებების შემცირება, ეს უნდა ყოფილიყო ბიუროკრატიის შემცირება,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა