ოზურგეთში, საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

ოზურგეთში, საკრებულოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა აქტივისტმა, ნუგზარ გიორგაძემ აქციის მონაწილეებთან დოკუმენტები მიიტანა და განაცხადა, რომ ამ დოკუმენტებში ასახული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები. მან ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდება.

ვითარება ამის შემდეგ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ პიროვნებას დოკუმენტები წაართვეს და დაუხიეს.

ოზურგეთის მერიის შენობასთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ნუგზარ გიორგაძე და აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც ჟურნალისტებს სამართალდმაცავებმა განუცხადეს, ისინი დაკავებულები არ არიან, უბრალოდ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად ტერიტორიას გაარიდეს.

იხილეთ ვიდეო: ხმაური ოზურგეთში: ინციდენტი საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე მოხდა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო