„წითელ ხიდზე“ აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი გამოვლინდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შემთხვევები 16-18 ივნისს დაფიქსირდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე აზერბაიჯანის მოქალაქეების ა.ო.-სა და ჰ.რ-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ჯამურად 1260 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი (,,MORE” 600 ღერი, ,,KENT” 400 ღერი, ,,WEST” 260 ღერი) და აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი, ალკოჰოლური სასმელი აქციზური მარკის გარეშე (არაყი MARSKOI BRIZ 5ლ. ) აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მ-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ პირებს სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა ათას - ათასი ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა