გერმანიაში კომპანია „აუდის“ აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს

გერმანიაში, კომპანია AUDI-ის აღმასრულებელი დირექტორი, რუპერტ სტადლერი დღეს დილით დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია როიტერს Volkswagen-ის ოფისში დაუდასტურეს.

„ ვადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დილით რუპერტ სტადლერი დააკავეს“, - განაცხადა Volkswagen - ის წარმომადგენელმა.

სტადლერის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ მოსმენა ამ დროისთვის მიმდინარეობს. როგორც Volkswagen - ის წარმომადგენელმა განაცხადა, ისინი დირექტორის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან.

მიუნხენის პროკურატურა სტადლერს ე.წ. დიზელის საქმეში თაღლითობასა და მტკიცებულებების დაფარვას ედავება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს