თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს. როგორც ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების მიერ გამოცხადებულ მკვლელობის იარაღზე, დანაზე არანაირი სისხლის კვალი არ იყო და არ გამორიცხავს, რომ დანაზე სისხლის წვეთი წაუსვეს. ამასთან, ნაირა ოტიაშვილის თქმით, დანის პარამეტრები არ ემთხვევა ჭრილობების ზომებს და აქედან გამომდინარე, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჭრილობები გარდაცვლილზე არაა მიყენებული იმ დანით, რომელიც გამოძიების მიერაა ამოღებული.

მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონასათვის მიყენებული 33 ჭრილობა, როგორც ბრალდების ფორმულირებაშია, არ არის დანით მიყენებული.

„გოგონას ჭრილობები სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული. ძალიან დიდ რაოდენობით ჭრილობები თავში აქვს მიყენებული, რაც დანა არ არის და ამას ადასტურებს ბრალდების მხარის დასკვნები. დანის ეს ზომები არანაირად არ ემთხვევა გოგონასათვის მიყენებული ჭრილობების ზომებს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ერთი შესაძლებლობა არსებობს სისხლის იქ აღმოჩენის, იმ პირობებში, როცა დანის ზომები არ ემთხვევა. მოხდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. თუ ეს დანა არ არის, რომლითაც გოგონას აქვს ჭრილობები მიყენებული, შესაბამისად, მასზე გოგონას სისხლის კვალი არ უნდა იყოს და თუ არის, მაშინ გამოსაძიებელია, რატომ არის.

ზუსტად ვიცი, რომ მანქანის გასაღები პოლიციას ჰქონდა. ვიდრე კანონიერ ჩხრეკას ჩაატარებდა, მთლიანი მანქანა დაათვალიერა, ნახა სად რა იყო და არ გამოვრიცხავ, დანაზე, რომელიც თავის ზომებით მკვლელობის იარაღი არ არის, შესაძლოა ერთი წვეთი სისხლი მოაცხო. თუ დანა გარეცხილია, მაშინ ერთი წვეთიც არ უნდა იყოს", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

აღნიშნულ საქმეზე დღეს პირველი არსებითი სხდომა ტარდება. ამ წუთებში სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას ბრალდების მხარე ამბობს. პროცესი პროკურორების მოთხოვნით დაიხურა, რადგან შესავალ სიტყვაში ისინი ლადო გრიგალაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალსაც შეეხებიან, რომელიც კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგოს პირად ცხოვრებას შეეხება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო