იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება გაიმართება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება. გასაუბრებას გაივლის ის 7 მოსამართლე, რომლებიც თანამდებობაზე 3 წლის ვადით დაინიშნენ, თუმცა აღნიშნული ვადა მათ აგვისტოში ეწურებათ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ინფორმაციით, ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც მოხდება მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობაა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, გასაუბრებას არაფორმალური ხასიათი აქვს და შერჩევის კრიტერიუმები დასახვეწია.

„აქამდე არსებული სტატისტიკის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასეთი მოსამართლისთვის, რომელიც 3- წლიან გამოსაცდელ ვადაში იყო და ამავდროულად მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, უარი არ უთქვამს. ყოველთვის ინიშნებიან ისინი თანამდებობაზე. უარის თქმის მაგალითები ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

განსხვავებული პოზიცია აქვს საბჭოს არამოსამართლე წევრს, შოთა ქადაგიძეს, რომელიც ფიქრობს, რომ კრიტერიუმები ზუსტად გაწერილია და ამავე დროს არის იმის საფუძელი, რომ საბჭომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

„კრიტერიუმები არის დეტალურად გაწერილი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, რასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 7 აპრილს დაადასტურა, რომ ის შეფასების ფურცელი და კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმები სრულად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს“, - განაცხადა შოთა ქადაგიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო