ეკა ბესელია - სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში დგას

პროკურატურის საკითხი სტრუქტურულ ცვლილებებში არ შედის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა. "სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა ნამდვილად იყო და ბატონმა მამუკამ თქვა, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა გავაგრძელოთ. მთლიანობაში ხედვა მცირე მთავრობასთან დაკავშირებით მისაღებია. მოსაზრებების და მსჯელობის პროცესი კიდევ გველოდება წინ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შესაძლოა გაერთიანდეს იუსტიციის სამინისტროსთან, ბესელიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ეს მსჯელობის საგანია და საკითხი დღის წესრიგში დგას.

"ამაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებზე ვიმსჯელებთ. რაც შეეხება პროკურატურას, ის არ შედის ამ სტრუქტურული ცვლილებების ჩამონათვალში, ვინაიდან კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელიც ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოდის და ის იქნება დამოუკიდებელი უწყება. მას ბმა და ანგარიშვალდებულება ექნება მხოლოდ პარლამენტთან", - აღნიშნა ბესელიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანების შემდეგ კახა კახიშვილი შესაძლოა გადავიდეს მთავარ პროკურორად, ბესელიამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ გვარებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო