ეკა ბესელია - დადასტურდა, რომ აქციების უკან იდგა "ნაცმოძრაობა", მისი ტელევიზია "რუსთავი 2", შალვა ნათელაშვილი და სხვა რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, დადასტურდა, რომ თბილისში, გასული კვირების განმავლობაში გამართული აქციები "ნაციონალური მოძრაობის", „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის და „რუსთავი 2“-ის მიერ იყო ორგანიზებული.

ასე გამოეხმაურა ბესელია "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ აქციები იდეოლოგიურად თავიდან ბოლომდე ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული.

"ეს აღიარება ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით და პირველივე დღიდან ნათლად ჩანდა. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიამ და ოპოზიციურმა პარტიებმა გამოიყენეს. ამას ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, უბრალოდ გუშინ დაადასტურეს, რომ ამ ტრაგიკულ შემთხვევას იყენებდნენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. მე არ ვიცი, ბატონი ზაზა სარალიძე რატომ განაწყენდა მაშინ, როცა ეს პორველად ვთქვი. ეს ღიად დაადასტურა როგორც გვარამიამ [„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი], ისე ნათელაშვილმა. მე მგონია, რომ გუშინდელი განცხადებების შემდეგ, ამ საკითხზე ყველა კითხვას გაეცა პასუხი - ამ პროცესების უკან ცალსახად იდგა "ნაციონალური მოძრაობა", მისი ტელევიზია "რუსთავი 2", შალვა ნათელაშვილი და სხვა რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა