ზაზა სარალიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს დღის ბოლომდე აძლევს ვადას იმ ფილმის გასაშვებად, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს ეხება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს ღამის თორმეტ საათამდე აძლევს ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებს. სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან იმ ფილმის გაშვებას ითხოვს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს ეხება. სარალიძის თქმით, ამ ფილმში ასახულია ყველა ის რეალური გარემოება, რაც 2017 წლის 1-ელ დეკემბერს და მას შემდეგაც მოხდა. მოკლული მოზარდის მამა ამბობს, რომ ფილმის ამ დრომდე არ გაშვებასთან დაკავშირებით მაუწყებლის ადმინისტრაციას მიზეზები არ ელევა.

"საზოგადოებრივ მაუწყებელს ღამის 12 საათამდე დრო აქვს ფილმის გაშვებისთვის. მიზეზები არ გამოელია ადმინისტრაციას. ფილმი მოიცავს ხორავას ქუჩის ტრაგედიის აღწერას. ვიღაცეებს არ აწყობს საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. მივმართავ საზოგადოებას! ვფიქრობ ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს თუ რა მოხდა რეალურად 2017 წლის 1-ელ დეკემბერს. თუ დღეს ღამის 12 საათამდე ფილმი არ გაუშვეს, ე.ი. საერთოდ არ გაუშვებენ და მჭირდება თქვენი დახმარება, რათა ვაიძულოთ ამ ფილმის გაშვება. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ტრაგედია და მხარს გვიჭერს უსამართლობასთან ბრძოლაში", - წერს ზაზა სარალიძე "ფეისბუქზე".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს