20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული, გამოყენებულია რამდენიმე იარაღი

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის მტკიცებით, ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული, რასაც დაცვის მხარის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა უტყუარად დაადასტურებს.

როგორც ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა, 33 ჭრილობა, რომელიც 20 წლის ნაცვლიშვილს აქვს მიყენებული, დანით არაა განხორციელებული და გამოძიებამ სხვა იარაღები უნდა ეძებოს.

"მომდევნო სხდომისთვის სავარაუდოდ, ჩემს მიერ დანიშნული სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზებიც მოესწრება, რომლითაც უტყუარად დადგინდება ის, რომ 33 ჭრილობა დანით არაა მიყენებული, არის რამდენიმე იარაღი გამოყენებული გოგონას მკვლელობაში, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ დანაშაული ერთი ადამიანის მიერ არაა ჩადენილი და ლადო გრიგალაშვილის მიერ არაა ჩადენილი. ამოღებული დანა მკვლელობაში არაა გამოყენებული და შესაბამისად, გამოძიებამ სხვა იარაღი უნდა ეძებოს", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

აღნიშნულ საქმეზე დღეს პირველი არსებითი სხდომა ტარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა