გარემოს დაცვის კომიტეტი გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს RMG Gold-ის საქმიანობის შესახებ წერილით მიმართავს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს RMG Gold-ის საქმიანობის შესახებ წერილით მიმართავს.

კომიტეტი მის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანალიზზე დაყრდნობით უწყებებს მიუთითებს, რომ კომპანიას არ უნდა მიეცეს ბნელი ხევის ტერიტორიაზე ახალი საბადოს დამუშავების უფლება იქამდე, სანამ არ გამოჩნდება კომპანიის ნება არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კომიტეტი აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფის მტკიცებით, ზარალი გაცილებით მეტია, რადგან დაბინძურების შედეგები აკუმულირებადია, ჯარიმების დღეს მოქმედი სისტემა კი არაეფექტიანია და ვერ უზრუნველყოფს გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციას.

„2018 წლის 3 აპრილს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება

სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც შეისწავლის კომპანიების „RMG Gold“- ისა და „RMG Copper“ - ის მიერ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების

პროცესში გარემოზე მიყენებულ ზიანს. საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა: „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები“, შეისწავლეს კომპანია „RMG Gold“-ის და „RMG Copper“-ის მიერ გარემოს დაბინძურების სავარაუდო შემთხვევები. კერძოდ, ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიები. მათი ვარაუდი ეფუძნება, მუნიციპალიტეტებში ნიადაგისა და წყლის დაბინძურების შესწავლის როგორც სამეცნიერო, ასევე სახელმწიფო უწყებების მიერ ჩატარებულ კვლევებს. მოცემული კვლევების თანახმად,

ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურება დაშვებულ ზღვარს საგრძნობლად აღემატება, ხოლო დაბინძურების მთავარ წყაროს კომპანიების “RMG Gold” - ისა

და „RMG Copper”-ის მმართველობის ქვეშ მყოფი საწარმოო ტერიტორია წარმოადგენს. ზემოთაღნიშნული გაერთიანებებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის ანალიზით, 2010 წელს დაბინძურების დონე საკმაოდ მაღალი იყო, ხოლო 2010 წლიდან 2014 - მდე, ვიდრე კომპანია ინტენსიურ სამუშაოებს დაიწყებდა, დაბინძურებამ იკლო.

საყდრისის საბადოს ათვისებისა და საწარმოო სამუშაოების ინტენსიურად დატვირთვის შედეგად გარემოს დაბინძურება არა მხოლოდ დაუბრუნდა 2010

წლის ნიშნულს, არამედ დაბინძურების არეალიც გაიზარდა. სამუშაო ჯგუფი კომიტეტს მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

1. „RMG Gold“ - მა კანონდარღვევით ააშენა ოქროს გამამდიდრებელი საწარმო აბულბუქის ხეობაში, რომლის გამოც გარემოს 29 153 880 ლარის ზიანი

მიადგა;

2. “RMG Copper” - ის მიერ გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა;

3. კომპანიების „RMG Gold“ - ისა და „RMG Copper“ - ის საქმიანობით გარემოსთვის მიყენებული ზიანი, დღემდე არ არის სრულად დაანგარიშებული;

4. გარემოსთვის მიყენებული ზიანი, შესაძლოა, აისახოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;

5. კომპანიას ბოლომდე არ აქვს შესრულებული სამინისტროს მიერ მასზე დაკისრებული რიგი ვალდებულებები.

სამუშაო ჯგუფის მტკიცებით, ზარალი გაცილებით მეტია, რადგან დაბინძურების შედეგები აკუმულირებადია. ჯარიმების დღეს მოქმედი სისტემა არაეფექტიანია

და ვერ უზრუნველყოფს გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციას. ასევე, კომპანია არ ასრულებს მისი მხრიდან სხვადასხვა დროს აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის, იმ საბადოებზე სადაც დაასრულა მოპოვებითი სამუშაოები, არ განახორციელა რეკულტივაცია და რემედიაცია. სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით, აუცილებელია საწარმოს გააჩნდეს ფინანსური გარანტიები მდგრადი გარემოსდაცვითი მიმართულებით. კომპანიების „RMG Gold“ - ისა და „RMG Copper“ - ის მოპოვებითი სამუშაოები უნდა დაექვემდებაროს ევროკავშირში დანერგილ პრინციპებს:

1. რესურსების ეფექტიანი ათვისება ამომწურავი და ხელახალი მოხმარებისთვის.

2. ინოვაციების დანერგვის გზით საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენება.

3. გარემოზე ზემოქმედების შერბილება, მეორადი მოპოვება, ციკლის დასრულება, მეორადი ნარჩენების ათვისება, ნარჩენების პრევენცია, მაქსიმალური შემცირება და უსაფრთხო დასაწყობება.

4. კარიერების გაუვნებელყოფა, რემედიაცია და გარემოს აღდგენა (რეკულტივაცია).

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს:

1. საბადოების არსებული მეთოდოლოგიით და პრაქტიკით დამუშავების გაგრძელება და ახალი სამუშაოების დაწყება სხვა საბადოებზე, გაზრდის დაბინძურების დონესა და მის არეალს ქვემო ქართლის რეგიონში.

შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „წიაღის ეროვნულმა სააგენტო“- მ არ უნდა მისცეს კომპანიას უფლება ბნელი ხევის ტერიტორიაზე დაიწყოს ახალი საბადოს დამუშავება, ვიდრე არ დავინახავთ კომპანიის ნებას და რეალურ ქმედებებს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სავალდებულოა კომპანიების, „RMG

Gold“ - ისა და „RMG Copper“- ის მიერ, შესრულდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა.

2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს კოორდინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ბოლნისის რეგიონში მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კვლევების განსახორციელებლად.

3. სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კომპანიების „RMG Gold“ - ისა და „RMG Copper“- ის ტერიტორიაზე განლაგებული ძველი (ისტორიული) კუდსაცავების მდგრადობის შემსწავლელი სეისმოლოგიური კვლევები“, - ნათქვამია წერილში.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით