საქართველოში სისხლის უსაფრთხოებისა და სისხლის გადასხმის სისტემის სრულყოფის მიზნით, ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოში სისხლის უსაფრთხოებისა და სისხლის გადასხმის სისტემის სრულყოფის მიზნით, ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით სამდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აღნიშნულ შეხვედრას სისხლის ბანკებისა და დარგის სხვა ექსპერტების მონაწილეობით, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში მართავს. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუაც ესწრებოდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროკავშირის ექსპერტების: ესპანეთიდან და ხორვატიიდან, საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შემდგომ ქვეყანას უსაფრთხო სისხლის სისტემის განვითარებაში შეუწყობს ხელს.

მისივე თქმით, სისხლის უსაფრთხო პროგრამა საქართველოში 1997 წლიდან მოქმედებს, თუმცა პრობლემები ისევ არის.

„ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ამ თვალსაზრისით ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. ამდენად, ექსპერტთა მისია შეაფასებს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და მოგვცემს რეკომენდაციებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კვლევების მიხედვით, ინტრავენური ნარკომანიის შემდეგ სისხლით ჰეპატიტების გადაცემის გზა მეორე რისკ ფაქტორს წარმოადგენს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ მისიაზე დიდ იმედს ვამყარებთ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის შემდეგ 2–3 წლის განმავლობაში, სრულად გამართული და ჰარმონიზირებული ბაზა გვექნება, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული“, – დასძინა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო