20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი ექსპერტიზა დანიშნა

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა დანიშნა, რომლითაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა ჭრილობები მიყენებული იმ დანით, რომელიც გამოძიებამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ორი ახალი მტკიცებულება წარადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე ცნობა იყო. ამასთან, პროკურატურამ წარადგინა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამოღებული დანის გამოკვლევას, მათ შორის მის ზომებსა და აგებულებას შეეხება. ორივე მტკიცებულება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა საქმეს დაურთო.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა, სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნით სახელმწიფო ბრალდებამ ფაქტობრივად აღიარა, რომ საქმე გამოუძიებელია.

„დანის ზომები არ ემთხვევა ჭრილობების ზომებს. თავად ბრალდების მხარის მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ყველაზე ღრმა ჭრილობა გოგონას სხეულზე მიყენებულია იმ სახის დანით, რომლის პირის ზომა არის 2.2 სმ. ნივთმტკიცებად ამოღებული დანის პირის ზომა 3 სმ-ია. აქედან გამომდინარე 3 სმ. დანით 2.2 სმ. ჭრილობებს ვერ მიაყენებ. ჩემი აზრით, საქმე გამოუძიებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდების მხარე არ დანიშნავდა კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას“, - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა