ქუთაისის მერმა 100 წლის ქალს დაბადების დღე მიულოცა

დღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 100 წლის ქალს, თამარ კეზევაძეს დაბადების დღე მიულოცა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, იუბილარს ქალაქის მერი ოჯახში ესტუმრა, რომელიც საფიჩხიის უბანში, განათლების ქუჩაზე ცხოვრობს. მას საჩუქრად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასი ლარი გადაეცემა.

„ძალიან სასიამოვნო მომენტია, როდესაც უფროსი თაობის თანაქალაქელს დაბადების დღეს ვულოცავთ, მით უფრო როცა ის ასი წლის ხდება. ჩვენ გვაქვს ადგილობრივ ბიუჯეტში სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებით ასი წლის ადამიანებს ფულადი თანხითაც ვასაჩუქრებთ“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს