გიორგი კახიანი - პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატები ნდობის მისაღებად საპარლამენტო კომიტეტებში ხვალვე წარსდგებიან

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მინისტრის პოზიციებზე წარდგენილი პირები ნდობის მისაღებად ხვალვე წარსდგებიან საპარლამენტო კომიტეტებსა და პარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებში.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას წარმოდგენილი სახით გამოუცხადებს ნდობას, სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში ცვლილება სულ მცირე 6 სამინისტროს შეეხება, რაც მთავრობის მინიმუმ 1/3-ით განახლებას იწვევს.

კახიანის თქმით, კონსტიტუციის გათვალისწინებით ეს საფუძველია იმისა, რომ მთავრობა ხელახლა შევიდეს პარლამენტში ნდობის მისაღებად.

„მთავრობის ფორმირება კონსტიტუციით დადგენილი პროცედურების შესაბამისად მოხდება. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება გრაფიკი, რომლის მიხედვით საპარლამენტო კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში მოხდება მინისტრობის კანდიდატების მოსმენა. დაგეგმილია რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომის გამართვა. ოთხშაბათს ქუთაისში გაიმართება პლენარული სხდომა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მოხდება. ამის შემდეგ განხორციელდება სტრუქტურული ცვლილებები და ყველა კანონში შევა სათანადო ცვლილება. დაგეგმილია 14 სამინისტროს 11-მდე შემცირება. ცვლილება სულ მცირე 6 სამინისტროს ეხება, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მთავრობის შემადგენლობა მინიმუმ 1/3-ით განახლდება. ეს კი არის საფუძველი იმისა, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტში ხელახლა შემოვიდეს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო