თელავის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულებების შესრულება დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, „თელავის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა -პატრონობისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ“ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ოფიციალურად დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების უმტკივნეულო მეთოდით ტერიტორიიდან გაყვანას, თავშესაფარში განთავსებას და მათ სამედიცინო დამუშავებას.

„აღნიშნული პრობლემა თელავის მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში წარმოადგენდა ერთ-ერთ მწვავე საკითხს, რომლის მოსაგვარებლად თანამედროვე ცივილური მეთოდების გამოყენება პირველად განხორციელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღონისძიება არ არის ერთჯერადი ხასიათის და იგი გაგრძელდება პრობლემის სრულ მოგვარებამდე“, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს